ბარბარა სამხარაძე ევროვიზიისთვის

კითხვის დრო: 1 წთ.

ბარბარა სამხარაძე ევროვიზიისთვის“ნიჭიერის” მეექვსე სეზონის გამარჯვებული ბარბარა სამხარაძე ევროვიზიისთვის იბრძოლებს.

მომღერალმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს “საქართველოს ვარსკვლავში” და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა “ევროვიზია 2020”-ზე წარადგინოს.

ბარბარა თვითნასწავლი მომღერალია ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანიდან. მისმა შესრულებამ “ნიჭიერში” ნიკა გვარამიას ოქროს ღილაკი დაიმსახურა და საბოლოოდ მომღერალი პროექტის გამარჯვებულიც გახდა.