
ინფორმაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა:
ისტორიის ფურცლები:
“თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გულითადად ულოცავს თავის უსაყვარლეს სამხატვრო ხელმძღვანელს, ბადრი მაისურაძეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვას.
უსურვებს მას ისეთივე დიდი წარმატებით წარემართოს ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავისი საქმიანობა, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდა მსოფლიო საოპერო სცენებზე როგორც შესანიშნავი მომღერალი და საუკეთესო სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელმაც ააღორძინა დიდი ტრადიციების მქონე თბილისის ოპერის თეატრი.”

