მსახიობი ავთო მახარაძე სცენას უბრუნდება. 25-წლიანი პაუზის შემდეგ, ხელოვანი კვლავ საყვარელ საქმეში ჩაერთვება.
თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, “შეხვედრები თეატრალურში” ციკლის ფარგლებში, სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ.
ისტორიის ფურცლები:
15 მარტს დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში, მსახიობი რომელიც ასე მიუწვდომელია ყველასთვის, პირველად 25-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე ავა და მასტერკლასს ჩაატარებს სტუდენტებისთვის.
ნიკოლოზ წულუკიძე:
“მასტერკლასი ჩატარდება მხოლოდ სტუდენტებისთვის.
პ.ს. მადლობა მას ნდობისთვის…
პ.ს.ს იმედია, ამ შანსს არც ერთი ჩემი სტუდენტი არ გაუშვებთ ხელიდან.”
