– საქართველო – ქვეყანა, რომელსაც ჰყავს პროცენტულად ყველაზე მეტი ხელოვნების წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე, სახელს გაითქვამს მარიხუანის დილერობით, – აცხადებს ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი:“საქართველო – ქვეყანა, სადაც დაიბადა ღვინო, ქვეყანა – რომელსაც ჰყავს პროცენტულად ყველაზე მეტი ხელოვნების წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე, ქვეყანა – რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია, საკუთარი ენა, დამწერლობა. ქვეყანა – რომელიც არაფრით ჩამოუვარდება სილამაზით არც ერთ მსოფლიოს ულამაზეს კუთხეს! ქვეყანა – რომელმაც არაერთი ოქროს მედალი ჩამოიტანა ევროპის თუ მსოფლიოს სპორტული შეჯიბრებიდან! ქვეყანა – რომლის ერიც დაუოკებლად იბრძვის სიცოცხლისთვის უკვე მერამდენე საუკუნეა და ქვეყანა – რომელიც სახელს გაითქვამს მარიხუანის დილერობით.
პ.ს. ამხანაგ ზურაბიშვილს სხვა ნებისმიერ ქვეყანაში უკვე ციხეში ჩასვამდნენ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისთვის!
პ.ს პ.ს: მავიწყდებოდა! მარიხუანას გაყიდვიდან ერთი თეთრის მეათასედიც არ შევა ბიუჯეტში! ყველაფერი მმართველი პარტიის ჯიბეების გასავსებად კეთდება!
გადააყოლეს ერი და ქვეყანა საკუთარ გაუმაძღარ მუცელს! ასეთი სამარცხვინო მთავრობა საქართველოს არსებობის განმავლობაში არ ჰყოლია!”
ისტორიის ფურცლები:

