ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ამ კითხვით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს:
“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა – აწყურის ტაძარში ეს კაფელი ასე უნდა დატოვოთ?”
ისტორიის ფურცლები:
ისტორიკოსმა განაცხადა, რომ მემკვიდრეობის ძეგლებზე თვითნებური და არაკვალაფიციური რესტავრაციის პროცესმა ზღვარს გადააჭარბა და საგანგაშო მასშტაბები შეიძინა საქართველოს ყველა კუთხეში.
აწყურის ტაძარში არსებული ვითარებაც სწორედ ამის დასტურია.

