ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ძეგლების აღდგენის საკითხი ბოლო წლებში აქტიურად განიხილებოდა სახელმწიფოს მიერ.
თურქულ მხარესთან შეთანხმებით დაიწყო იშხნის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე IX საუკუნის
ტაძრის გადახურვა დასრულებულია.
ისტორიის ფურცლები:
ინფორმაციას და ფოტოებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს:
“ძირითადად ნორმალურადაა სამუშაოები შესრულებული. სამწუხაროდ, არქეოლოგიური კვლევა არ მომხადარა. მაგრამ მთავარი მოხდა: იშხანი გადარჩა განადგურებას.
რაც შეეხება ოშკს, სამუშაოები დაგეგმილია, მაგრამ ვერ ხორციელდება ჯერჯერობით.”
