76 წლის ასაკში სოულის დედოფალი არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა. ის 76 წლის იყო. უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომღერლის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.
მან 45-წლიანი კარიერის განმავლობაში მილიონობით ერთგული მსმენელი გაიჩინა, 18 გრემი მიიღო და 75 მილიონი ალბომი გაყიდა.
ისტორიის ფურცლები:
75 წლის იუბილეზე მომღერალმა განაცხადა, რომ სცენას ემშვიდობებოდა და დროის უმეტესი ნაწილის გატარება შვილიშვილებთან სურდა.
არეტა ფრანკლინი იყო პირველი მომღერალი ქალი, რომლის სახელიც შეყვანილ იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. მოგვიანებით – გოსპელის დიდების დარბაზში. ჟურნალმა „Rolling Stone“-მა იგი შეიყვანა სიაში „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებელი“ და მეორე სიაში – „ყველა დროის 100 უდიდესი მომღერალი“.
