არენა დი ვერონაზე კიდევ ერთი ქართველი იმღერებს

კითხვის დრო: 1 წთ.

არენა დი ვერონაზე კიდევ ერთი ქართველი იმღერებსსაოპერო სფეროში მოღვაწე მომღერლებისთვის ოცნებაა არენა დი ვერონაზე მოხვედრა და იქ სიმღერა. ქართველი მომღერლებიდან რამდენიმეს ეს ოცნება უკვე აუხდა და არენა დი ვერონაზე გამართულ საოპერო წარმოდგენებშიც მიიღო მონაწილეობა.

მათ რიცხვშია ახალგაზრდა ქართველი ტენორი მიხეილ შეშაბერიძეც. ეს სასიხარულო ინფორმაცია საუკეთესო სოლისტად აღიარებულმა ხელოვანმა თავად გაავრცელა:

“მინდა ყველას გაგიზიაროთ ჩემი დიდი სიხარული. არენა დი ვერონაზე მოხვედრა ნებისმიერი მომღერლისათვის უდიდესი წარმატება და ჩემი ახდენილი ოცნებაა. იქ მოხვედრა, თუნდაც მსმენელად, უკვე დიდი სიხარულია, რომ აღარაფერი ვთქვა იქ სიმღერაზე.

27 აგვისტოს არენა დი ვერონაზე შევასრულებ დონ ხოსეს პარტიას ოპერაში “კარმენი”.

Artinfo.ge