დიზაინერი ანუკი არეშიძე თავისი ბრენდით ” ANOUKI” Vogue Italia -ს და Yoox.com-ის ახალბედა ბრენდების/ნიჭიერი დიზაინერების კონკურსში მონაწილეობს.
ანუკიმ ახალი კოლექცია იტალიაში შოუ რუმში განათავსა. კონკურსანტების კოლექციები დაათვალიერეს ანა ვინტურმა, სიუზი მენქსმა, ფრანკა სოზანიმ, ანა დელო რუსომ.
ისტორიის ფურცლები:
ვოგის ლეგენდა ანა ვინტური ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის კოლექციით დაინტერესდა.
Vogue Italia-ს პროექტში “The Next Talents” ყოველწლიურად მილანში იმართება და ახალი ტალანტების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. Vogue Italia-ს ახალი ტალანტების განყოფილების ხელმძღვანელის Sara Maino-ს რჩეული ანუკი არეშიძე გახდა.

