სომხეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ქართულმა ანსამბლმა “მეტეხი” უმაღლესი ჯილდო – გრანპრი დამსახურა. ფესტივალში 24 ქვეყნის ანსამბლი მონაწილეობდა.
წელს ანსამბლმა უკვე მეორე გრანპრი მიიღო. პირველად უმაღლესი ჯილდო ქართველ მოცეკვავეებს ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ფესტვიალზე გადასცეს.
ისტორიის ფურცლები:
ინფორმაციას ანსამბლის გამარჯვების შესახებ მისი დამაარსებელი გელოდი ფოცხიშვილი ავრცელებს:
– თამამად შეგიძლიათ მოგვილოცოთ გამარჯვება! ვულოცავ ჩვენს დასს წარმატებას! წელს ჩვენმა კომპანიამ მეორე “გრანპრი” დაიმსახურა. დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, ვინც იღებდა მონაწილეობას სომხეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში.
