მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა საოპერო ვარსკვლავმა ანიტა რაჭველიშვილმა საქართველოს რაგბის ნაკრებს საჩუქარი გაუკეთა.
პარიზიდან თბილისში ჩამოსულმა მეცო სოპრანომ საქართველოსა და იაპონიის რაგბის ნაკრებებს უმღერა.
ისტორიის ფურცლები:
შეხვედრის დაწყებამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სპორტსმენებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის ანიტამ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა.
