
მსოფლიოში აღიარებულმა მეცო სოპრანომ მონაწილეობა მიიღო ფონდ “იავნანას” მხარდასაჭერად გამართულ კონცერტში და ათასობით მსმენელს ამ განცხადებით მიმართა:
“ჩვენ შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო – ეს არის ქველმოქმედება, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ყველა ხელოვანი ერთად ვართ ამ არაჩვეულებრივ სცენაზე.
ისტორიის ფურცლები:
მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ მოვედით იყო ის, რომ გვეთქვა საკმარისია!!! უსამართლოდ, უდანაშაულო ადამიანების დევნა, საკმარისია ცილისწამება და ტყუილი, საკმარისია სიძულვილის დანერგვა ქართველებში!
მე გისურვებთ სიყვარულს, გისურვებთ უზარმაზარ სიყვარულს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს!”

