
ისტორიის ფურცლები:
The Fix – ასე ჰქვია ახალ მძაფრსიუჟეტიან ფილმს, რომლის პრემიერაც 11 სექტემბერს გაიმართება. 32 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტის მქონე ფილმი მაყურებელს ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოპერატიული ჯგუფის შესახებ მოუთხრობს, რომელიც ავღანეთის მისიის სამარცხვინოდ დასრულების შემდეგ, რეპუტაციის აღსადგენად თეირანში მიემგზავრება.
ფილმის რეჟისორია გაი მოშე, სცენარის ავტორები კი – რონ ჰაჩინსონი და მარკ ბაკი არიან. მთავარ როლებს ლიამ ნისონთან ერთად ასრულებენ „შაზამის“ ვარსკვლავი ზაქარი ლივაი, ტიტუს ველივერი, ვეს ჩატემი და ანეტ მაჰენდრუ.

