32 წლის ასაკში სიმსივნით გარდაცვლილმა ძალიან კარგმა მწერალმა ანა ლაშხელი ონიანმა პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი წერილი დაგვიტოვა:
“ილაპარაკეთ ადამიანებზე კარგი, მოუყევით ერთმანეთს სხვის კარგ თვისებებზე, წარმოიდგინეთ როგორი ბედნიერი ხართ, როცა თქვენს თავზე კარგი გესმით, მიანიჭეთ სხვასაც ეს სიამოვნება.
გაიხსენეთ:
ცუდი ამბები ხომ ორმაგად მიაქვთ ადამიანებს ადამიანებამდე, ერთი პატარა ცუდი ამბავი, ათ კარგ ამბავს გადაჩრდილავს…
ვილაპარაკოთ ერთმანეთზე კარგი.”
