ქართული პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამახსოვრო ალბომი გამოიცემა.
ისტორიის ფურცლები:
22 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერალთა სახლში ანა კალანდაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სიუბილეო საღამო და სამახსოვრო ალბომის ,,ორი ანა“ პრეზენტაცია გაიმართება.
ანა კალანდაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოში მონაწილეობას თბილისის სხვადასხვა თეატრის მსახიობები და ქართული ესტრადის შემსრულებლები მიიღებენ. საღამოზე ანა კალანდაძის პოეზიაზე შექმნილი სიმღერები შესრულდება. ღონისძიების ფარგლებში პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ლიტერატურული პერფორმანსი იქნება წარმოდგენილი.

