საოცარი აღმოჩენა ამერიკაში – ალექსანდრე მიქაბერიძემ სრულიად შემთხვევით სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონი აღმოაჩინა:
“ის სასიამოვნო შეგრძნება, როდესაც სრულიად შემთხვევით აღმოაჩენ ახალს და საინტერესოს.
ისტორიის ფურცლები:
ამასწინათ ერთი ბრიტანელი ისტორიკოსის პირადი არქივის მონახვა გადავწყვიტე და გასულ კვირას მივაგენი. ვესაუბრე არქივის თანამშრომლებს, რომლებმაც მომაწოდეს აღნუსხვა, რომელშიც ქართული ხელნაწერებიცაა, მათ შორის ორბელიანის ლექსიკონიც. დღეს რამდენიმე ასლი მივიღე…”

