,,ალი და ნინო’’ დაზიანებულია

კითხვის დრო: 1 წთ.

,,ალი და ნინო’’ დაზიანებულიაბათუმის საზივიტო ბარათად აღიარებული ”ალი და ნინოს” ქანდაკება დაზიანებულია. ბათუმის შტორმმა ქანდაკებას საძირკველი დაუზიანა, რის გამოც, ხელისუფლებამ მისი სხვა ადგილზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მონუმენტი გადატანის დროს დაზიანდა და ერთ-ერთი ფიგურა დაიმტვრა.

“ალი და ნინო” მხატვარ-მოქანდაკის თამარ კვესიტაძის შექმნილია. მისი შთაგონების წყარო ყურბან საიდის გახმაურებული რომანი “ალი და ნინო” გახდა.

ბათუმის მერიას ამ ქანდაკების სხვა ადგილას გადატანა არაერთხელ სურდა. ამისთვის თანხა საპრეზიდენტო ფონდიდან რამდენჯერმე გამოიყო.

Artinfo.ge