ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი მსოფლიოს მასშტაბით “საბავშვო ვოისის” ისტორიაში ნომერ პირველ მომღერლად დაასახელეს.
ალექსანდრე წლევანდელ უკრაინულ “ვოისში” მონაწილეობდა და თავისი უძლიერესი ხმით პროექტის გამარჯვებულიც გახდა.
ისტორიის ფურცლები:
“საბავშვო ვოისის” ისტორიაში საუკეთესო ბიჭი მომღერლების ტოპ ხუთეულის ლიდერი ალექსანდრე ზაზარაშვილი და საქართველოა, მეორე ადგილზეა გერმანია, მესამეზე – კოლუმბია, მეოთხეზე – ბელგია, მეხუთეზე კი – ნიდერლანდები.
