უნიჭიერესმა ქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მომღერალმა დავით ღვინიანიძემ დააარსა ფონდი ,,მსოფლიო ტალანტები“, რომელიც ახორციელებს პროექტს “მუსიკალური გალერეა – გზა კარნეგი ჰოლისკენ”. პროექტის ფარგლებში მომღერალი ნიჭიერ ხელოვანებს შორის უნიჭიერესს გამოარჩევს და მას აძლევს შანსს, თავისი შესაძლებლობები კიდევ უფრო მსშტაბურად წარმოაჩინოს.
ისტორიის ფურცლები:
სწორედ ამ პროექტის გამარჯვებული გახდა მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც ამერიკაში გაემგზავრება:
“ღმერთო, მადლობა ძალიან დიდი. გიჟად ვარ ,,მსოფლიო ტალანტები – გზა კარნეგი ჰოლისკენ” გავიმარჯვე! ღმერთო, დიდი მადლობა. არ ვიცი, რა ვთქვა… ამერიკავ, მოვდივარ!”
