
იერუსალიმის Eden-Tamir Music center-ში გაიმართა პიანისტის სოლო კონცერტი. ქართველმა ხელოვანმა კონცერტზე შეასრულა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ორი საფორტეპიანო სონატა, ფრედერიკ შოპენის ბალადა და ორი პოლონეზი.
ისტორიის ფურცლები:
ეს კონცერტი, ერთდროულად მისი საგამოცდო შესრულებაც იყო, რომელსაც საერთაშორისო რანგის ოთხი მაესტრო აფასებდა. ოთხივემ, ქართველ პიანისტს, უმაღლესი – 100 ქულა მიანიჭა.
ალექსანდრე ჯულაყიძემ გასულ წელს ისრაელის საფორტეპიანო კონკურსში “Kalmi Piano Competition 2018” პირველი ადგილი დაიკავა.

