ალბომი „საჩუქარი საქართველოდან“

კითხვის დრო: 1 წთ.

Albomi sacuqari saqartvelodan

ალბომი „საჩუქარი საქართველოდან“ ტრადიციული გამოყენებითი ხელოვნების — არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის — დაცვას, პოპულარიზაციასა და განვითარებას ისახავს მიზნად. მასში წარმოდგენილია რეწვის სხვადასხვა დარგი — მეთუნეობა, ქსოვილის წარმოება, ოქრომჭედლობა, ხეზე კვეთა და სხვა — 80-ზე მეტი არტისტისა და 15 სახელოსნოს ნამუშევრებით.

ალბომი ასევე მოიცავს ინფორმაციას სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, გამოყენებით ხელოვნებასთან დაკავშირებული ინსტიტუციების შესახებ: ხელოვნების სასახლე, სამხატვრო აკადემია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ეთნოგრაფიული მუზეუმი, აბრეშუმის მუზეუმი და ფოლკლორის ცენტრი.

ალბომის „საჩუქარი საქართველოდან“ პრეზენტაცია გაიმართება 20 ივლისს,
17 საათზე, ხელოვნების სასახლის კულტურის ისტორიის მუზეუმში.
მისამართი: კარგარეთელის ქუჩა №6.