ქართული კონცეპტუალური ქუჩის ტანსაცმლის არტ-ბრენდი Zezva+Mzia წარმოგიდგენთ უნიკალურ ინსტალაციას ახალი ეპოქის ოქროს საწმისი (ოქრო 24K, 2026). Zezva+Mzia არის ქართული კონცეპტუალური ქუჩის ტანსაცმლისა და ხელოვნების პროექტი, რომელიც დაარსდა 2023 წელს და იკვლევს ქართული ისტორიის, ეროვნული მსოფლმხედველობისა და თანამედროვე ვიზუალური კულტურის გზაჯვარედინებს. მათ მიერ წარდგენილი უნიკალური ინსტალაცია აერთიანებს მითოლოგიას, პოლიტიკურ სიმბოლიკას და ღირებულების ცნებას თანამედროვე ტექსტილის ხელოვნების მეშვეობით. ნამუშევარი შექმნილია მძიმე ბამბით, ხელოვნურ ბეწვით, კიოტო ნიშიცინის ხელნაკეთი იაპონური 24 კარატიანი (ბაჯაღლო) ოქროს ძაფითა და ხელით ნაქარგით, რომელიც მხატვარმა სპონტანური ტექნიკით შეასრულა.

ოქროს საწმისის უძველესი კოლხური მითით შთაგონებული ინსტალაცია სვამს თანამედროვე კითხვას: რა არის 21-ე საუკუნის საქართველოს ოქროს საწმისი? ვინ ფლობს მას, ვინ აკონტროლებს და რა არის მისი შეხების ფასი? ინსტალაცია შედგება ჩარჩოში ჩასმული ტექსტილის ობიექტისა და უნიკალური ნაქარგი სამოსისგან. 70 ხელნაკეთი პორტრეტული ღილაკი მიუთითებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ასაკზე. ნამუშევარი არსებობს 1 ეგზემპლარად.
ტექნიკური დეტალები:
სათაური: ახალი ეპოქის ოქროს საწმისი (ოქრო 24K, 2026)
მხატვარი: Zezva+Mzia
არსი: შერეული მედიის ტექსტილის ინსტალაცია. ხელით ნაქარგი ავტორის მიერ სპონტანური ტექნიკით
მასალები:
100% მძიმე ბამბა (203 გ/მ²)
იაპონური ხელნაკეთი 24K ოქროს ძაფი (კიოტო ნიშიჯინი)
აბრეშუმი
ხელოვნური ბეწვი
ხე
ოქროსფერი ჯაჭვები
ზომები: 150 × 130 × 12 სმ
გამოცემა: უნიკალური (1/1)
ქველმოქმედება: გაყიდვიდან მიღებული თანხის 100% გადაირიცხება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუ-ში.
კონტაქტი
ტელ: +995 551 68 33 11 ელ-ფოსტა: pudri.ge@gmail.com
ფბ: https://www.facebook.com/zezvaplusmzia www: https://zezvaandmzia.com/
