ახალგაზრდა პოეტმა დავით პაქსაშვილმა იგივე Ras Green-მა 25.000 ლარი მოიგო.
24 წლის პოეტი გამარჯვებული გახდა პროექტში “ცოდნა ფულია”. მან დუტა სხირტლაძის მიერ დასმულ ბოლო, მეცამეტე შეკითხვასაც სწორი პასუხი გასცა და სოლიდური ფულადი პრიზის მფლობელიც გახდა.
ისტორიის ფურცლები:
გამარჯვების შეკითხვა კი ასე ჟღერდა: “ქრისტეს გენეალოგიის აღწერისას, ვინ შვა იორამმა მათეს სახარების მიხედვით?”
სავარაუდო პასუხები კი იყო “ყუზია”, “ახაზი”, “მენაშე” და “იოშია”. საბოლოო პასუხად დათომ “ყუზია” დაასახელა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა.
