ქართველი ენათმეცნიერის აკაკი შანიძის ღვაწლი ფასდაუდებელია ქართულ მეცნიერებაში.
სამწუხაროდ, ჩვენ მის ღვაწლს საკადრისად არ ვაფასებთ, უფრო მეტიც, საერთოდ აღარ გვახსოვს ეს დიდებული ადამიანი.
ამის დასტურია აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი სამტრედიის რაიონ სოფელ ნოღაში… გაპარტახებული გარემო ყველაფერია, მუზეუმის გარდა: ჩანგრეულია სახლის კიბე, ჩამსხვრეულია ფანჯარა, სახლის ერთი კედელი მთლიანად ჩამონგრეულია…
აკაკი შანიძის ასეთი მოუვლელი და უყურადღებოდ მიგდებული სახლ-მუზეუმი თითოეული ჩვენგანის უდიდესი სირცხვილია.
