საქართველოს დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა. დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ახალ ექსპონატებს მიაკვლიეს.
ეროვნული მუზეუმის ექსპედიციის წევრებთან ერთად ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კულტურის მინისტრი და ქალაქის მერი.
ისტორიის ფურცლები:
სპეციალისტებმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მარანი და ტაძრის ნაშთები აღმოაჩინეს. არქეოლოგები სიძველეებს ჩვ.წ.აღ-მდე I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით ათარიღებენ.
მათი თქმით, აღმოჩენილია ქართლის სამეფოს ადრეული ხანის მარანი და ტაძრის ნაშთები. ეს აღმოჩენა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მეღვინეობის განვითარების ისტორიის კვლევისთვის.
