
კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ეს არის განსაკუთრებული წარწერა, რადგან ამ ეტაპისთვის ეს ერთადერთი შემორჩენილი ლაპიდარული წარწერაა შატბერდიდან.
ისტორიის ფურცლები:
მიკვლეულია წარწერის ორი ნაწილი, თუმცა ის გაცილებით ვრცელი უნდა ყოფილიყო. იკითხება 20-ზე მეტი გრაფემა. წარწერა თარიღდება მე-11 საუკუნით. წარწერის წაკითხვაზე კი პროფესორი თემო ჯოჯუა მუშაობს.


