შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და რეჟისორი გოგი მარგველაშვილი დაქორწინდა.
ხელოვანმა ჯვრისწერა მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტერში გადაწყვიტა. ნეფემ მეჯვარეებად უახლოესი მეგობრები, რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი და ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე აირჩია.
გოგი მარგველაშვილის რჩეული სოფო კვანტალიანია. წყვილმა გაბედნიერება მოკრძალებულად აღნიშნა და მხოლოდ ახლობლების გარემოცვაში საზეიმო ვითარებაში სადღესასწაულო ტორტი გაჭრა.
