უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა თამარ მეფეზე

Tamaris monetaარქეოლოგებმა ქართველი მეფე ქალის თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს. უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა სომხეთში გაკეთდა. სომხური მედიის ინფორმაციით, ამბერდის ციხესიმაგრეში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს არქეოლოგებმა თამარ მეფის მმართველობის პერიოდში მოჭრილ იშვიათ მონეტას მიაკვლიეს. ისტორიკოსების შეფასებით, ის უიშვიათესი არტეფაქტია. მონეტასთან ერთად, მათ თითქმის სრულად შემონახული ადამიანის ჩონჩხი და შუა საუკუნეების სამაგიდო თამაშიც აღმოაჩინეს.