პოეტსა და დრამატურგს ზურა პაპიაშვილს პატიმრობა მიესაჯა.
ინფორმაციას საქართველოს პენცენტრი ავრცელებს:
“გზის გადაკეტვის საბაბით უწყვეტი პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე, ჩვენი კოლეგა პოეტი და დრამატურგი ზურა პაპიაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
სოლიდარობა ზურაბ პაპიაშვილს და ყველა უკანონო პატიმარს!”
