კინორეჟისორ ანა ურუშაძეს სპეციალური ჯილდო ნიდერლანდებში, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე გადაეცა. მისმა ფილმმა „მეორეხარისხოვანი როლი“ როტერდამის ჟიურის სპეციალური ჯილდო და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის – FIPRESCI-ის პრიზო მოიპოვა!
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე ანამ იმ რთულ რეალობაზე ისაუბრა, რომლის წინაშეც დღეს ქართული კინოს სფერო დგას:
„მსურდა ეს სცენა გამომეყენებინა, რადგან ჩემს ქვეყანას ძალიან მძიმე პერიოდი უდგას და ეს კინოსექტორზეც აისახება. ამ დროს ჩემი კოლეგები ქუჩაში აპროტესტებენ, ზოგი მათგანი დაპატიმრებულია. ისინი ბოიკოტს უცხადებენ კინოცენტრს, რაც პრაქტიკულად მათ მომავალში ფილმების გადაღების შესაძლებლობას ართმევს. მათ არ უსმენენ, დასცინიან კიდეც, თუმცა ისინი უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან.“
