ხელოვნების სასახლემ ახალი პროექტი დაიწყო

4xeხელოვნების სასახლემ ახალი პროექტი დაიწყო – “ძველი მხატვრობა ციფრულ ხელოვნებაში”:

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“მგონია, რომ ჩვენს მუზეუმში წარმოუდგენლად ლამაზი პროექტი დავიწყეთ – “ძველი მხატვრობა ციფრულ ხელოვნებაში”! – წარსულის გამორჩეული ძეგლები თანამედროვე ხედვით, ამისათვის ვიყენებთ როგორც ჩვენს თანამედროვე მხატვრებს, ისე ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობებს!

2xe

ესთეტიკის, სტილის, ინტერიერისა და ორნამენტიკის მაქსიმალური დაცვით ციფრულ ფორმატში გადმოგვაქვს წარსული მხატვრობის რჩეული ნიმუშები!

1xe

ამ შემთხვევაში გიზიარებთ 1646 წელს ზუგდიდში მამუკა თავაქალაშვილის მიერ დასურათებული “ვეფხისტყაოსნიდან” რამდენიმე მინიატურას! მგონია, რომ ძალიან ლამაზი და შინაარსიანი იმიტომაა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად მასზე მხატვარ-გრაფიკოსმაც იმუშავა. დაწერეთ თქვენი აზრიც, რამდენად მოგწონთ?! თუ მოგწონთ – მაშინ ამ ნამუშევრებს ღია ბარათებადაც დავბეჭდავთ.”

3xe