ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის “ღამის სერენადები” დასკვნით  კონცერტებს თბილისი უმასპინძლებს

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” დასკვნით კონცერტებს თბილისში 9 და 11 ოქტომბერს გამართავს.

9 ოქტომბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის  დიდ დარბაზში მსმენელის წინაშე წარსდგებიან ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; ვერიკო ჭუმბურიძე – ვიოლინო, საქართველო/თურქეთი; ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები” (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). შესრულდება იოჰანეს ბრამსის – სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, თხზ.77 (არანჟ. ილან რეხტმანი); პეტრე ჩაიკოვსკის – სერენადა სიმებიანი საკრავებისთვის დო მაჟორი, თხზ. 48.

11 ოქტომბერს კი ფესტივალის ბოლო დღე ლეგენდარულ  ასტორ პიაცოლას და მის გენიალურ მუსიკას მიეძღვნება. “ასტორი – ტანგოს საუკუნე” – ასე ჰქვია კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: Balletto Di Roma – საბალეტო დასი, იტალია; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია. კონცერტზე ასტორ პიაცოლას უკვდავი ნაწარმოებები შესრულდება.

ფესტივალი “ღამის სერენადები” 20 აგვისტოს ქალაქ ბორჯომში გალა კონცერტით სასტუმრო “ბორჯომი ლიკანში” გაიხსნა და 22, 24 და 26 აგვისტოს კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში  გაგრძელდა. ფესტივალის განმავლობაში იმართება ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.

საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია არტ ალიანსი, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი, 2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტადტში მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ “შემოქმედებითი საქართველო”, ქალაქ თბილისის მერია, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში.

მასპინძელი სასტუმროები: სასტუმრო ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ქორთიარდ თბილისი მარიოტი.

ფესტივალის სპონსორი კომპანიები: მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან “ივ როშე”, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი “პიელ ნატურალსი”, ღვინის კომპანია “პავილიონ ვაინსი”, “პსპ”, ავეჯის სახლი “ნიტა”.

ფესტივალის პარტნიორი: თბილისის ზაქარიაფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკოსკოლა “ნიჭიერთა ათწლედი”.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”, ტელეკომპანია “იმედი”, “პოს ტვ”, “ევრონიუს ჯორჯია”, Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო “კლიპ არტი”, “პალიტრა მედია”, საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ ტაიმი”, “ჯორჯიან პრესი”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი “სარკე”, გაზეთი “აჭარა”, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო “ფორტუნა” და ვებ პლატფორმა “ფორტუნა.ჯი”.