“მანდარინები” და “სიმინდის კუნძული” ოსკარების მოკლე ნუსხაში მოხვდნენ

oscarsამერიკულმა კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოენოვან კატეგორიაში წარდგენილი ფილმების მოკლე ნუსხა გამოაქვეყნა.

ნომინაციაზე სულ წარდგენილი ფილმებიდან, შერჩეულია 9 ფილმი, რომლებიც “ოსკარისთვის” იბრძოლებენ. მათ შორისაა ზაზა ურუშაძის “მანდარინები” და გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული”.

“მანდარინები” ოსკარზე ესტონეთმა წარადგინა, “სიმინდის კუნძული” კი საქართველომ.

”ვულოცავ ჩემს თავსაც და გიორგი ოვაშვილსაც შორთ ლისტში მოხვედრას ოსკარების!!!!”  – დაწერა ზაზა ურუშაძემ სოციალურ ქსელში.

“არტინფო” ულოცავს ორივე ქართველ რეჟისორს ამ უდიდეს წარმატებას და ოსკარის მოპოვების ბედნიერების გაზიარებასაც უსურვებს.