ქართული ღირსშესანიშნაობებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.
კორპორაცია Microsoft-ის საძიებო სისტემა Bing-ის მთავარ გვერდზე შესვლისას დღეს ნებისმიერ მომხმარებელს მთელი მსოფლიოდან ფონად სწორედ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფოტო დახვდება. ფოტოს ავტორი ვიქტორ ბუბნიაკია და მასზე წარწერაა – David Gareja Monastery Complex, Kakheti, Georgia.
Bing-ის მთავარი გვერდის ფონური ფოტო ყოველდღიურად იცვლება და მასზე მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფების საუკეთესო ნამუშევრებია წარმოდგენილი.
Microsoft-მა Bing-ი მომხმარებლებს 2009 წელს შესთავაზა და იგი Google-ის შემდეგ დღეისათვის მსოფლიოში მეორე ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა.
