7 აგვისტო, 2023

თამარ გვერდწითელის უძლიერესი შესრულება

მომღერალმა თამარ გვერდწითელმა უძლიერესად შეასრულა სიმღერა, რომელიც უნიჭიერესი პოეტის შოთა ნიშნიანიძის ლექსზე “სიზმრად ვნახე თეთრი გედი” შექმნა და მას დედის ტირილი უწოდა.

“სიზმრად ვნახე თეთრი გედი… ნეტავ, დედა, რაო
სანთლები და მგალობლები… ნეტავ, დედა, რაო
დედი, დედი, თეთრი გედი სულ მე მედარაო,
ფრთას მიქნევდა… და მღეროდა… ნეტავ, დედა, რაო
– თეთრი გედი მღეროდაოი ვაჰ, შენს დედასო!…
შენს სიმღერით მომიკვდები… ვაჰ, შენს დედასაო!
– ვითომ ჩემი თეთრი კაბა ტალღებს ეფარაო,
შავს მიჰქონდა მდინარესა… ნეტავ, დედა, რაო
– თეთრი კაბა წყალს მიჰქონდაი ვაჰ, შენს დედასაოი
შვილო, შავეთს გათხოვდები… ვაჰ, შენს დედასაო!
– მიწას ხარი ჩაღმუოდა… ნეტავ, დედა, რაო
– შვილო, მამაშენი არი… ვაჰ, შენს დედასაო!
– ეგრე მწარედ რომ ყმუიან, ნეტავ, დედა, რაო
– ეს ალგეთის ლეკვებია, ვაჰ, მათ დედასაო!
– ვითომ ყვავილები წვიმდა… ნეტავ, დედა, რაო
– საქართველო ატირდება… ვაჰ, შენს დედასაო!…”