ნანი ბრეგვაძის უკანასკნელი საჩუქარი ბუბა კიკაბიძეს

უკანასკნელი საჩუქარიმომღერალმა ნანი ბრეგვაძემ მეგობარსა და კოლეგას ბუბა კიკაბიძეს უკანასკნელი საჩუქარი გაუკეთა – მისი ხსოვნისთვის სიმღერა ჩაწერა.

“ყვავილების ქვეყანა” ბუბა კიკაბიძეს აზერბაიჯანელ მომღერალთან ემინ აგალაროვთან ერთად უნდა ემღერა. დუეტის ჩაწერა დაწყებული იყო, თუმცა ვერ დასრულდა. ამიტომ ბუბა კიკაბიძის ნაცვლად ემინმა სიმღერა დუეტში ნანი ბრეგვაძესთან ერთად იმღერა და ბუბა კიკაბიძის ხსოვნას მიუძღვნა.

სიმღერაზე ვიდეორგოლი კი რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო.