მსახიობი ზურა ქაფიანიძე რაჭული სიალალით საუბრობდა იმაზე, რაც მისთვის ყველაზე მთავარი იყო – სამშობლოს სიყვარულზე:
“მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე – ქართველობა რთულია, მაგრამ აუცილებელი.
იცით რა გადაგვარჩენს ქართველებს? გაჭირვებულისათვის ხელის შეშველება, დაჩაგრულის ფეხზე წამოყენება, ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა.
ნუ გეშინია ქართველო – “არ მეშინიამ” მოიტანა საქართველო დღემდე.
ჯერ ქართველობა არ გვისწავლია და ევროპელობას გვასწავლიან.
მე ილიასა და დავითის შთამომავალი ვარ. ჩემი პირველი პროფესია ქართველობა და ვაჟკაცობაა, ამის შემდეგ ვარ მე მსახიობი.
ქართველ ერს არ აქვს უფლება გაირყვნას, გადაჯიშდეს და დაივიწყოს თავისი ტრადიციები, რადგან ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ.”
