4 დეკემბერი, 2022

ვახუშტი კოტეტიშვილი: “რაც მოხდა, ჩემზე ახია”

ვახუშტი კოტეტიშვილი ის ხელოვანია, რომელიც თავის  სათქმელს განსაკუთრებულუ ორიგინალობით გვთავაზობს საკუთარ ლექსებში:

“რაც მოხდა, ჩემზე ახია,
ჯავრი ვიღაზე ვიყარო?!
ბედმა უკუღმა დამხია,
აღარ მამღერა “წინ წყარო”.

ნეტავ რამ გაგაძლებინა
ჩემს სულში, ცეცხლო ცინცხალო?!
რა უცებ შემომაღამდი,
გაუთენარო ცისკარო?!”