პოეტების გიორგი ლეონიძისა და გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებიდან ერთ-ერთი ამბავი ლევან თაქთაქიშვილმა გაიხსენა:
“გიორგი ლეონიძის იუბილეზე ბესო ჟღენტმა თავის სიტყვაში თქვა:
– გიორგი ლეონიძე ჩვენი ეპოქის ილია ჭავჭავაძეა.
სხდომაზე წინა რიგში მთვლემარე გალაკტიონმა თვალები გაახილა.
ბესო ჟღენტმა გააგრძელა:
– დიახ, აბა რა აკლია ილიამდეო!
– ტყვია შუბლში! – წამოიძახა გალაკტიონმა.”
