24 ივნისი, 2022

გიორგი ლეონიძისა და გალაკტიონ ტაბიძის ამბავი

პოეტების გიორგი ლეონიძისა და გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებიდან ერთ-ერთი ამბავი ლევან თაქთაქიშვილმა გაიხსენა:

“გიორგი ლეონიძის იუბილეზე ბესო ჟღენტმა თავის სიტყვაში თქვა:

– გიორგი ლეონიძე ჩვენი ეპოქის ილია ჭავჭავაძეა.

სხდომაზე წინა რიგში მთვლემარე გალაკტიონმა თვალები გაახილა.

ბესო ჟღენტმა გააგრძელა:

– დიახ, აბა რა აკლია ილიამდეო!

– ტყვია შუბლში! – წამოიძახა გალაკტიონმა.”

AFFILIATE · MATTERS