გიორგი აფხაზი – ლა სკალას ქართველი მხატვარი

ალბათ ბევრმა არ იცით, რომ ლა სკალას ქართველი მხატვარი ჰყავდა – გიორგი აფხაზი. ის ილია ჭავჭავაძის დისშვილის კოტე აფხაზის შთამომავალი გახლდათ.

საინტერესო ინფორმაცია ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ გაგვიზიარა:

“წლების წინ სტატია დავწერე ალექსანდრე აბხაზზე, ემიგრანტზე, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა და კინოსტატისტიკას ჩაუყარა საფუძველი.

ამ ალექსანდრეს ჰყავდა ძმა – გიორგი (იტალიურად: Giorgio Abkhasi), რომელიც იტალიაში ცხოვრობდა და თეატრისა და კინოს მხატვარი იყო, ძალიან საინტერესო ილუსტრატორი წიგნების და მაგალითად, ისეთი იტალიისთვის მნიშვნელოვანი ჟურნალის ყდების, როგორიც  La lettura იყო.

მის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით: გიორგი გიორგის ძე დაიბადა მანგლისში 1892 წელს, გარდაიცვალა რომში 1964 წელს. დიდი ხანი ცხოვრობდა და მუშაობდა მილანში. იტალიელი ცოლი ჰყავდა – Laura de Giovanni.

იტალიიდან წერილი მივიღე, მეკითხებიან – ხომ არ ვიცით გიორგი აბხაზის შთამომავლებისა ან ნათესავების შესახებ რამე.

რა ვიცით მეტი გიორგი აბხაზის შესახებ?”

ჟურნალის ყდა

თეატრის მხატვარი

ოდეკოლონის რეკლამა

იტალიური სიტროენის რეკლამა

გაზეთ კორიერა დე ლა სერას ჟურნალი ლა ლეტურას ყდა