გიორგი აფხაზი – ლა სკალას ქართველი მხატვარი

გიორგი აფხაზი - ლა სკალას ქართველი მხატვარიალბათ ბევრმა არ იცით, რომ ლა სკალას ქართველი მხატვარი ჰყავდა – გიორგი აფხაზი. ის ილია ჭავჭავაძის დისშვილის კოტე აფხაზის შთამომავალი გახლდათ.

საინტერესო ინფორმაცია ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ გაგვიზიარა:

“წლების წინ სტატია დავწერე ალექსანდრე აბხაზზე, ემიგრანტზე, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა და კინოსტატისტიკას ჩაუყარა საფუძველი.

ამ ალექსანდრეს ჰყავდა ძმა – გიორგი (იტალიურად: Giorgio Abkhasi), რომელიც იტალიაში ცხოვრობდა და თეატრისა და კინოს მხატვარი იყო, ძალიან საინტერესო ილუსტრატორი წიგნების და მაგალითად, ისეთი იტალიისთვის მნიშვნელოვანი ჟურნალის ყდების, როგორიც  La lettura იყო.

მის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით: გიორგი გიორგის ძე დაიბადა მანგლისში 1892 წელს, გარდაიცვალა რომში 1964 წელს. დიდი ხანი ცხოვრობდა და მუშაობდა მილანში. იტალიელი ცოლი ჰყავდა – Laura de Giovanni.

იტალიიდან წერილი მივიღე, მეკითხებიან – ხომ არ ვიცით გიორგი აბხაზის შთამომავლებისა ან ნათესავების შესახებ რამე.

რა ვიცით მეტი გიორგი აბხაზის შესახებ?”

ჟურნალის ყდა

გიორგი აფხაზი - ლა სკალას ქართველი მხატვარი

თეატრის მხატვარი

გიორგი აფხაზი - ლა სკალას ქართველი მხატვარი

ოდეკოლონის რეკლამა

გიორგი აფხაზი - ლა სკალას ქართველი მხატვარი

იტალიური სიტროენის რეკლამა

გიორგი აფხაზი - ლა სკალას ქართველი მხატვარი

გაზეთ კორიერა დე ლა სერას ჟურნალი ლა ლეტურას ყდა

გიორგი აფხაზი - ლა სკალას ქართველი მხატვარი