მარიამ ღვთისმშობელი თითოეული ქართველისთვის გამორჩეულად საყვარელი წმინდანია.
ფილოლოგი გია მურღულია მასზე პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს წერილს აქვეყნებს:
“ყველა ქალში, რომელიც შეიძლება დედად იწოდებოდეს, მარიამის სითბო, სინათლე და სიმაღლეა.
ვერც ერთი ადამიანის მნიშვნელობა მისას ვერ შეედრება.
დღეს წუთისოფელში მიიძინა, რათა მარადისობაში იფხიზლოს ადამიანებზე მუდმივად მზრუნველმა ზესიყვარულმა.
გილოცავთ მარიამობას – ღვთისმშობლის ღიმილიანი მზერა არ მოჰკლებოდეს საქართველოსა და თითოეულ თქვენგანს.”
