საოცარი წერილი მარიამ ღვთისმშობელზე

საოცარი წერილი მარიამ ღვთისმშობელზემარიამ ღვთისმშობელი თითოეული ქართველისთვის გამორჩეულად საყვარელი წმინდანია.

ფილოლოგი გია მურღულია მასზე პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს წერილს აქვეყნებს:

“ყველა ქალში, რომელიც შეიძლება დედად იწოდებოდეს, მარიამის სითბო, სინათლე და სიმაღლეა.
ვერც ერთი ადამიანის მნიშვნელობა მისას ვერ შეედრება.

დღეს წუთისოფელში მიიძინა, რათა მარადისობაში იფხიზლოს ადამიანებზე მუდმივად მზრუნველმა ზესიყვარულმა.

გილოცავთ მარიამობას – ღვთისმშობლის ღიმილიანი მზერა არ მოჰკლებოდეს საქართველოსა და თითოეულ თქვენგანს.”