ქართველი პიანისტი თამთა მაღრაძე ფერენც ლისტის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
თამთა ახალგაზრდა პიანისტია და ვაიმარში სწავლობს. მან 13 კონკურსანტთან ერთად მოიპოვა ფინალისტობა, 1395 ქულით პირველი ადგილი მიენიჭა და 1000-ევროიანი ფულადი პრემიაც ერგო.
ფერენც ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი 1986 წელს დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსად არის მიჩნეული.
