თამთა მაღრაძე ლისტის კონკურსის გამარჯვებულია

თამთა მაღრაძე ლისტის კონკურსის გამარჯვებულიაქართველი პიანისტი თამთა მაღრაძე ფერენც ლისტის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

თამთა ახალგაზრდა პიანისტია და ვაიმარში სწავლობს. მან 13 კონკურსანტთან ერთად მოიპოვა ფინალისტობა, 1395 ქულით პირველი ადგილი მიენიჭა და 1000-ევროიანი ფულადი პრემიაც ერგო.

ფერენც ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი 1986 წელს დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსად არის მიჩნეული.