13 ოქტომბერი, 2020

ზაზა ურუშაძის “ანტონი” ტორონტოს კინოფესტივალზე

რეჟისორ ზაზა ურუშაძის უკანასკნელ ფილმს “ანტონი” ტორონტოს ებრაულ კინოფესტივალზე აჩვენებენ.

ოქროს გლობუსზე წარდგენილი დრამა რეალურ ისტორიაზეა გადაღებული. ზაზა ურუშაძის ნამუშევარი გერმანელებით დასახლებულ უკრაინის ერთ-ერთ სოფელში ორი ბავშვის – კათოლიკე ანტონისა და ებრაელი იაკობის მეგობრობის ისტორიას გვიამბობს.

მსოფლიო პანდემიის გამო, კინოფესტივალი ოქტომბრის  ბოლოს ონლაინ გაიმართება.