მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი სულ უფრო მეტ წარმატებებს აღწევს და გაჩერებას არც აპირებს.
ალექსანდრემ ამ ჟამიანობის დროს ახალი სიმღერა ჩაწერა “შენ არა ხარ მარტო”. სიმღერისა და ტექსტის ავტორი ცირა ბზიშვილია:
“პრემიერა შედგა! #გააზიარესიყვარული #ნუგაავრცელებვირუსს
ჩემო მეგობრებო, გამოვიდა კლიპი, რასაც ყველა მოუთმენლად ველოდით. უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს საყვარელ გოგოს, სიმღერის ავტორს ცირა ბზიშვილს – უღრმესი მადლობა, მიყვარხარ ძალიან.
დიდი მადლობა დავით ღვინიანიძეს და მადლობა ნინა ჯანგველაძეს ამ რთულ პერიოდში ასე გვერდით რომ დამიდგა და უკლებლივ ყველას დიდი მადლობა, ვინც კლიპში მიიღო მონაწილეობა. მიყვარხართ ყველა.”
