ალექსანდრე ზაზარაშვილის ახალი წარმატება

ალექსანდრე ზაზარაშვილის ახალი წარმატებამომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი სულ უფრო მეტ წარმატებებს აღწევს და გაჩერებას არც აპირებს.

ალექსანდრემ ამ ჟამიანობის დროს ახალი სიმღერა ჩაწერა “შენ არა ხარ მარტო”. სიმღერისა და ტექსტის ავტორი ცირა ბზიშვილია:

“პრემიერა შედგა! #გააზიარესიყვარული #ნუგაავრცელებვირუსს

ჩემო მეგობრებო, გამოვიდა კლიპი, რასაც ყველა მოუთმენლად ველოდით. უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს საყვარელ გოგოს, სიმღერის ავტორს ცირა ბზიშვილს – უღრმესი მადლობა, მიყვარხარ ძალიან.

დიდი მადლობა დავით ღვინიანიძეს და მადლობა ნინა ჯანგველაძეს ამ რთულ პერიოდში ასე გვერდით რომ დამიდგა და უკლებლივ ყველას დიდი მადლობა, ვინც კლიპში მიიღო მონაწილეობა. მიყვარხართ ყველა.”