მსოფლიო ვარსკვლავ ტომ კრუზისთვის იტალიის ქალაქ ვენეციაში ჩასვლა საბედისწერო აღმოჩნდა. იგი კარანტინშია.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მსახიობის იზოლაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ტომ კრუზმა იტალიაში დაგეგმილ “შეუსრულებელი მისია 7”-ის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა.
მსახიობთან ერთად იზოლაციაში იმყოფებიან ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები და დანარჩენი მსახიობებიც, რომლებიც ფილმის სცენებს იტალიის ქალაქ ვენეციაში იღებდნენ.
ამჟამად ფილმის გადაღებები გაურკვეველი დროით შეჩერებულია.
